воскресенье, 18 апреля 2010 г.

1) პროექტის სახელი: ხიდები და ასროლილი ქვები
2) პროექტის მოკლე აღწერა: კვადრატული ფუნქციის შესწავლისას მოსწავლეთათვის საინტერესოა აღნიშნული ფუნქციის გრაფიკის მსგავსება და გამოყენება ცხოვრებასა და მეცნიერებაში.მოძიებულ იქნა შესაბამისი ფოტო სურათები და სიტუაციები ფიზიკიდან.

3) პროექტის სრული აღწერა:

4) მონაწილეთა ასაკი: IX კლასი

5) ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა

6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ყოველ მეორე გაკვეთილზე ბოლო 10 წუთი ეთმობა გიორგისა და შოთიკოს შუალედურ პრეზენტაციებს,ეცნობიან მათი კლასელები და მოსაზრებებსა და შენიშვნებს უზიარებენ.

7) მოსალოდნელი შედეგები ან პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პირველ ეტაპზე ე.წ. "ფლიფჩარტებზე" მომზადდება კვადრატული ფუნქციის თვისებების ამსახველი ნახაზები და მოხდება მათი პრეზენტაცია კლასში.ბოლოს მოსწავლეების მიერ მოძიებული და ელექტრონული პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია ასროლილ ქვებზე, წყლის ჭავლზე, ცისარტყელასა და ხიდებზე მიწოდებული იქნება კლასისათვის პროექტორის მეშვეობით.

8) სამუშაო ენა: ქართული

9) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი::
მათ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მოცემული ფუნქციისათვის, რომელიც აღწერს რეალურ ვითარებას, პოულობს ფუნქციის მნიშვნელობას, ნულებს, მაქსიმუმს/მინიმუმს, ზრდადობა/კლებადობისა და ნიშანმუდმივობის შუალედებს და ახდენს მათ ინტერპრეტაციას ამ ვითარების კონტექსტში;
  • ახდენს ფუნქციის გრაფიკის თვისებების (დახრის კოეფიციენტი და საკოორდინატო ღერძებთან გადაკვეთა) ინტერპრეტირებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გასაანალიზებლად.
          მათ. IX.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებ მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ახდენს სიბრტყეზე მოცემული წირის მიახლოებას ტეხილის საშუალებით და იყენებს ამ მეთოდს წირის სიგრძის შეფასებისას ან მიახლოებით გამოთვლისას. (მაგალითად, მრუდ წირზე მოძრაობის მარშრუტის სიგრძის მიახლოებითი გამოთვლა; წრეწირის სიგრძის მიახლოებითი გამოთვლა);
  • დაადგენს ფიგურის ზომებს შორის დამოკიდებულების ტიპს და იყენებს ამ დამოკიდებულებას ამოცანების ამოსახსნელად (მაგალითად, კვადრატის ფართობის დამოკიდებულება გვერდზე; წრის ფართობის დამოკიდებულება მის რადიუსზე);

10) პროექტის ავტორი: ნინო ნაბახტეველი

11) პროექტის ავტორის E- mail : nnabakhteveli@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий